1897 წლის 23 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა 28 მან., ალექსანდრე ჭყონიას – 22 მან., გრიგოლ ჩარკვიანს ბლანკების დასაბეჭდად წერილებისთვის – 5 მან., ასევე იყიდეს იოსელიანის გამოცემული წიგნები: „დიდმოურავნი“, „თეიმურაზ მეფის ცხოვრება“ და სხვა. გამგეობის ხარჯმა სულ შეადგინა 309 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი