საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11933

ფაქტი 11933

1897 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ქუთაისში წიგნებით მოვაჭრე ვასილ ბეჟანიშვილი უნდა აერჩიათ საზოგადოების კომისიონერად წიგნების გაყიდვისათვის შემდეგი პირობების თანახმად: 1) საზოგადოებამ უნდა გაუგზავნოს ბეჟანიშვილს ყოველგვარი სახის წიგნი, რომელთა საერთო ღირებულება 600 მანეთს არ აღემატება, 2) ბეჟანიშვილს საზოგადოების წიგნები ცალკე უნდა ელაგოს და ასევე უნდა ჰქონდეს ცალკე დავთარი მიღებული და გაყიდული წიგნების ჩასაწერად, 3) ის ვალდებულია ყოველი თვის ბოლოს გამოუგზავნოს საზოგადოებას გაყიდული წიგნების თანხა თავისი საკომისიოს გამოკლებით, 4) საზოდაგოების წიგნების და მათი ანგარიშის შემოწმება უნდა დაევალოს გამგეობის ქუთაისელ აგენტს, 5) ვ. ბეჟანიშვილი მოვალეა სამ თვეში ერთხელ მაინც შეატყობინოს გამგეობას გაყიდული წიგნების სია და რაოდენობა, 6) ვ. ბეჟანიშვილის გარდა გამგეობამ გასაყიდად არ უნდა გაუგზავნოს წიგნები ქუთაისის სხვა მაღაზიებს. გამგეობამ განაცხადა, რომ თავად ბეჟანიშვილი თანახმაა იკისროს საზოგადოების კომისიონერობა ჩამოთვლილი პირობების თანახმად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11933; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .