1897 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომა. სხდომაზე განიხილეს 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების დადგენილება, რომ საზოგადოების მდივან დავით კარიჭაშვილისთვის და თანაშემწე ალექსანდრე ჭყონიასთვის მოემატებინათ ხელფასი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მდივანს 10 თუმნით, ხოლო მაღაზიის გამგეს 6 თუმნით გაუზრდიდა ხელფასს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი