საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12072

ფაქტი 12072

1894 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ განმარტა სკოლების გახსნასთან დაკავშირებული პრობლემების განსახილველად არჩეული კომისიის დანიშნულება. კავკასიის ოლქის მზრუნველმა საზოგადოებას უარს განუცხადა კერძო სკოლების გახსნაზე და საზოგადოების თანხით მხოლოდ პირველდაწყებითი სახალხო სკოლების დაარსების უფლება მისცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12072; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .