1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ ივანე რატიშვილს და დავით ქადაგიძეს დაავალა განეხილათ სიმონ გრიაზნოვის მიერ გადათარგმნილი წიგნი „ხე და მისი ცხოვრება“ და შემდეგ გამგეობისთვის მოეხსენებინათ თავიანთი მოსაზრება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი