საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12212

ფაქტი 12212

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა ანასტასია წერეთელმა, რომ ქალთა წრეს, რომელმაც ითავა მომავალ ზაფხულს ბაზრის გამართვა საზოგადოების სასარგებლოდ, ესაჭიროებოდათ 20 თუმანი მასალის შესაძენად. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისთვის გადაეცათ 20 თუმანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12212; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .