საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12220

ფაქტი 12220

1897 წლის 2 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი იოსელიანის „ვეფხისტყაოსნის“ დასასურათებლად უნდა გამოეყენებინათ კონსტანტინე თავართქილაძის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ სურათების კლიშეები, რომლებიც უკვე გადმოეცა გამგეობას. გამგეობამ დაადგინა, რომ დაებეჭდათ „ვეფხისტყაოსნის“ 1200 ეგზემპლარი ამ კლიშეებით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12220; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .