საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12280

ფაქტი 12280

1897 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ნიკოლოზ მთვარელიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს უდეს სახალხო ბიბლიოთეკიდან, რომ გაეგზავნათ ჟურნალ-გაზეთები და წიგნები: „დედა ენა“ და „ბუნების კარი“. ჟურნალ-გაზეთების გამოწერასა და წიგნების გაგზავნაზე გამგეობამ თანხმობა განაცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12280; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .