საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12282

ფაქტი 12282

1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე ანასტასია წერეთლისას სურათების ანგარიშში გადასცეს 6 მან., როდონოვის ქვრივს – 2 მან., გ. კოტეტიშვილს წინარეხის სკოლისთვის – 2 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 8 მან., ასევე გასცეს იაკობ გოგებაშვილის სახელით მღვდელ ბესარიონ ფირცხალავასთან წიგნების გასაგზავნი – 1 მან., ვასილ ბეჟანიშვილთან – 1 მან., ანასტასია ხოშტარიასთან – 38 კაპ. და ა. შ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12282; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .