საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12289

ფაქტი 12289

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მომავლის სახალხო ბიბლიოთეკის დამაარსებელი ამხანაგობის წევრმა, ხაზინადარმა იასონ ჯანიაშვილმა, რომ მათთვის გადაეცათ ის თანხა, რომელიც 1897 წლის 11 მაისს გამართული სპექტაკლის ბილეთებში აიღეს. გამგეობამ განაცხადა, რომ ბიბლიოთეკის გახსნის შემდეგ გადასცემდნენ თანხას ჯანიაშვილს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12289; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .