საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12347

ფაქტი 12347

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების ბეჭდვის კომისიის მოხსენება იმის შესახებ, რომ გამგეობას დაებეჭდა ვაჟა-ფშაველას თხზულებანი წიგნად „პოემები, მოთხრობები და ლექსები ვაჟა-ფშაველასი“. კომისიამ წარადგინა დასაბეჭდი ნაწარმოებების სია. გამგეობამ დაადგინა, ვაჟას თხზულებანი დაბეჭდილიყო ერთ წიგნად. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12347; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .