საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12353

ფაქტი 12353

1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დოპარტის (ტარტუს) უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა ამხანაგობამ, რომ გაეგზავნათ საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები უსასყიდლოდ, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12353; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .