საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12359

ფაქტი 12359

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის საკვირაო სკოლის გამგის თხოვნა, რომ გამგეობა დახმარებოდა 40 დედაენითა და 200 ქართულის რვეულით, რომელთა ღირებულება იყო 20 მან. 80 კაპ. გამგეობამ დაადგინა, სკოლას გაგზავნოდა მოთხოვილი საგნები. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12359; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .