ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1917 წლის პირველი სექტემბრიდან ხელსაქმის მასწავლებლად ანა გეგელაშვილი მიიწვიეს. გეგელაშვილი ჩინებულად ასრულებდა თავის მოვალეობას. მან არსებული პროგრამის მიხედვით მოსწავლეებს შეასწავლა ჭრა-კერვა, ქარგვა და ა. შ.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ანა მიხეილის ასულ გეგელაშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი