საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12370

ფაქტი 12370

1919 წლის 6 მარტს თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა ალექსანდრე იოსების ძე წერეთელმა მთავარგამგეს პედაგოგიური საბჭოს 5 მარტის დადგენილება შეატყობინა, რომ მასწავლებელი ევგენია ჯანდიერი 1-ლი მარტიდან ავადმყოფობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს, მის ნაცვლად კი თანამდებობაზე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი დანიშნეს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე წერეთელი და საქმისმწარმოებელი მ. ჩუბინაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12370; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .