1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წერილი, რომლის თანახმად, კომიტეტის ახალ წევრებად აირჩიეს: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, ხოლო ხსენებულ პირთაგან კომიტეტს თავმჯდომარედ აურჩევია იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ხაზინადრად იოსებ შვილევი და მდივნად პართენ გოთუა. აღნიშნული პირები გამგეობამ კომიტეტის წევრებად დაამტკიცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი