საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12407

ფაქტი 12407

1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბათუმის სკოლის პედაგოგმა ისიდორე რამიშვილმა, რომ გაუგზავნონ სკოლის ბიბლიოთეკისთვის და მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო წიგნები, ასევე ხულოს სკოლის მასწავლებელ ა. მგელაძეს გაუგზავნონ სასწავლო წიგნები. გამგეობამ განაცხადა, რომ ისიდორე რამიშვილისთვის მოეთხოვათ საჭირო წიგნების სია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12407; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .