საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12408

ფაქტი 12408

1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 48 მანეთი, გრიგოლ ტატიშვილს – 12 მან., ი. მაჭავარიანს – 7 მან., გ. სკანდარნოვს – 2 მან., ილო ოქრომჭედლიშვილის გვირგვინისთვის გადაინახეს 9 მან., ასევე გაიცა წიგნების გასაგზავნი თანხა: ვასილ ბეჟანიშვილთან – 80 კაპ., მ. შურღაიასთან – 27 კაპ., მ. სარალიძესთან – 26 კაპ., ალ. არაბიძესთან – 26 კაპ., ილო იმერლიშვილთან – 1 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12408; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .