საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12435

ფაქტი 12435

20 იანვრის განცხადება იუწყება, რომ 21 იანვარს, სამშაბათს, საღამოს 8 საათზე დანიშნულია გამგეობის წევრთა კრება, რომელიც, გარდა სხვა საკითხების განხილვისა, აირჩევს თავმჯდომარის მოადგილეს (ამხანაგს). განცხადებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ (ნიკო) მთვარელიშვილი, ტექსტის წაკითხვას ადასტურებენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი იოსელიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12435; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .