ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი ივანე გაჩეჩილაძე სწერს საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს, რომ 1918 წლის პირველი დეკემბრიდან სასწავლებლის კანცელარიის შტატის საქმისმწარმოებლად მიიწვია ქუთაისის სახაზინო პალატის უფროსი ბუღალტერი და მესამე განყოფილების უფროსის თანამდებობის დროებით შემსრულებელი ქსენოფონტე გაჩეჩილაძე, რომელიც ქუთაისის პალატის გაუქმების შემდეგ შტატის გარეშე დარჩა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ქსენოფონტე გაჩეჩილაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი