კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე სწერს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, რომ პირველ წელს ვერ დაამტკიცეს მასწავლებლად, რადგან სამასწავლებლო გამოცდები უნდა ჩაებარებინა. რევოლუციის შემდეგ, როცა სამოსწავლო ოლქი კომისარიატით შეიცვალა, ხაშურის გიმნაზიის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა კომისარიატის წინაშე მისი შტატის მასწავლებლად დამტკიცების შესახებ. კომისარიატმა კი დროებითი მოწმობა უნივერსიტეტის დამთავრების შესახებ საკმარისად არ სცნო და მოითხოვა დიპლომი, რომელიც კიევში იყო. სამოქალაქო ომმა და ანარქიამ ხელი შეუშალა დიპლომის მიღებას და გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი