1919 წლის მაისში საქმის მწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ არ არსებობდა დაწესებულება, სადაც ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა გამოცდებს ჩააბარებდა საშუალო სკოლებში ხატვის მასწავლებლის წოდების მისაღებად.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ბარბარე იაგორის ასულ ბაისოგოლოვას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი