1918 წლის 2 აგვისტოს თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში ალექსანდრა ფონ-კრისტი მუშაობდა სასწავლებლის უფროს ქალად, სტეფანე ისაკის ძე ტერ-სააკოვი – სომხური საღვთო სჯულის, ნატალია მიხეილის ასული სიდამონ-ერისთავი – რუსული ენისა და ლიტერატურის, მარიამ სპირიდონის ასული მენაბდე – მათემატიკის, ალექსანდრა კარლოს ასული ბაქრაძისა – ხელსაქმის პედაგოგად, ნინა ბეგლარის ასული ყაზახაშვილი და ნინო ივანეს ასული ლაშხაური კი – მოსამზადებელი კლასების პედაგოგებად, ივანე მიხეილის ძე ჯაფარიძე იყო სასწავლებლის ექიმი.

წყარო: ოქმები თელავის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის გაეროვნების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი