საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12851

ფაქტი 12851

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ მღვდელ ბესარიონ ფირცხალავას მოთხოვნა სკოლისათვის წიგნების გაგზავნის თაობაზე არ დაკმაყოფილებულიყო, რადგან გამგეობამ სამეგრელოს სკოლებისთვის სასწავლო ნივთები და წიგნები გაუგზავნა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლებლების საბჭოს და მთხოვნელს ხსენებული საბჭოსთვის უნდა მიემართა. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12851; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .