საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12881

ფაქტი 12881

1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმში წერია, რომ სამინისტროსთან უნდა აღიძრას შუამდგომლობა, რათა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვს გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ერთდროული დახმარების სახით მიეცეს 4000 მანეთი. კომიტეტის დადგენილების დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს დირექტორი ნ. გოგიტიძე, დედანს შეადარა საქმისმწარმოებელმა ვალერი კიკნაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12881; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .