საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12883

ფაქტი 12883

1920 წლის 17 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნ. გოგიტიძემ განათლების სამინისტროს ნებართვა სთხოვა ყოფილი მასწავლებლისთვის, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვისთვის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების თანახმად, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ერთჯერადი დახმარების სახით 4000 მანეთი გამოეწერა. მან სამინისტროს სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ამონაწერიც გაუგზავნა. ხელს აწერენ დირექტორი ნ. გოგიტიძე და საქმისმწარმოებელი ვალერი კიკნაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12883; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .