საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12889

ფაქტი 12889

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს მისწერა, რომ მღვდელ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის ყველა ოფიციალური ცნობა და საბუთი თბილისის სასულიერო სასწავლებლის უკანასკნელ გამგე ანტონ ივანეს ძე ნატროშვილს ჰქონდა, ვისთანაც იგი მუშაობდა. ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12889; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .