თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის 1920 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმის მიხედვით, ნ. ნ. ბარანოვსკის ლაბადის დაკარგვის საქმე გიმნაზიის ინსპექტორს ნ. ნ. ქუთათელაძეს ჩააბარეს. სხდომის ოქმიდან ამონაწერის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და სხდომის ოქმის შემოწმებას ხელს აწერს ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნ. ნ. ბარანოვსკის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი