საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12945

ფაქტი 12945

1897 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გიორგი იოსელიანმა, რომ გამოეცათ მის მიერ ნაამბობი „ვეფხისტყაოსანი“, რომლისთვისაც დაამზადა 8 კლიშე, ამასთანავე მან გამგეობას წაუყენა ორი პირობა: 1) კლიშეების საფასური უნდა გადაეცათ ამავე თვეში და 2) როცა საზოგადოება თავის დანახარჯს შეივსებდა, ამის შემდეგ გაყიდული წიგნების საფასური უნდა გაეყოთ ორ ნაწილად. გამგეობამ დაადგინა, რომ წინასწარ მისცემდნენ იოსელიანს 5 თუმანს, შემდეგ კი გადაწყვეტდნენ რა სახით და რა რაოდენობით დაბეჭდავდნენ „ვეფხისტყაოსანს“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12945; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .