1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა არჩილ ვლადიმერის ძე მაჭავარიანის, გიორგი ონისიმეს ძე მელითაურის, ვლადიმერ ვასილის ძე მზარეულაშვილის, ალექსანდრე ივლიანეს ძე ნიკოლაიშვილის, კალისტრატე ნესტორის ძე ნიჟარაძის, ილია დავითის ძე ნუცუბიძის, გიორგი ანდრიას ძე ნამორაძისა და მარიამ გიორგის ასულ პარკაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

წყარო: სხვადასხვა პირებისა და დაწესებულებების განცხადებები მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის სტიპენდიების დანიშვნის შესახებ | 1915-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი