1919 წლის 18 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1916 წელს თელავის სასწავლებლის შენობის პირველი სართული შეამოწმეს სახალხო სკოლების დირექტორმა ოდოევმა და ინსპექტორმა ნიკოლაი პოგორელოვმა და მოეწონათ. ბარკალაიამ მათ გარკვეული ოდენობის თანხის დამატება სთხოვა, რადგან ყველაფერი ძვირდებოდა და შესაბამისად, მეტი ოდენობის თანხა სჭირდებოდა. ისინი დაპირდნენ, რომ როცა მშენებლობას დაასრულებდა, ანგარიშიდან აღარ დაუქვითავდნენ მეორე სართულის კარების და ფანჯრების ცარიელი ადგილების საფასურს. ბარკალაიას აზრით, ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო, რადგან ათანასე ნემცანმა უარი თქვა ვალდებულებაზე. იგი სამუშაოს პერიოდში აღარ გამოჩენილა და მთელი ვალდებულება ბარკალაიამ შეასრულა, რისთვისაც გასამრჯელო ნამდვილად ეკუთვნოდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ივანე ზურაბის ძე ბარკალაიას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი