1920 წლის პირველ მარტს თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორმა ილ. ლორთქიფანიძემ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის 27 თებერვლის სხდომის ოქმიდან ამონაწერი გაუგზავნა და სამეურნეო კომიტეტის დადგენილების დამტკიცება სთხოვა. ასევე, ითხოვა ნებართვა გიმნაზიის მასწავლებლისთვის ნ. ნ. ბარანოვსკისთვის სპეციალური თანხიდან დახმარების სახით 1600 მანეთი გამოეყო. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნ. ნ. ბარანოვსკის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი