საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13147

ფაქტი 13147

1919 წლის 20 მარტს მთავარგამგე გ. ა. ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ალ. გვახარიამ თელავის ორკლასიანი სკოლების გამგე ჭავჭავაძეს მისწერეს, რომ 1918 წლის 20 თებერვლის სამშენებლო კომისიის დადგენილების თანახმად, ივანე ზურაბის ძე ბარკალაიასთვის გადაეცა 440 მანეთი. თუ სასწავლებელი ვერ მოახერხებდა თანხის გამოყოფას, მას ქალაქის თვითმმართველობისთვის უნდა მიემართა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13147; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .