1919 წლის 28 ივლისს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულმა სასოფლო კომისიამ დაადასტურა, რომ სტუდენტი მიშა ახმეტელაშვილი სასოფლო კომისიის მუშათა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დაარსების დღიდან მუშაობდა სიღნაღისა და თელავის მაზრებში პასუხისმგებელ პროპაგანდისტად; მისი რევოლუციური მუშაობა ნაყოფიერი იყო საზოგადოებისთვის. ხელს აწერენ სასოფლო კომისიის თავმჯდომარე ჯიბლაძე და მდივანი ე. ურუშაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი