საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13156

ფაქტი 13156

1919 წლის 30 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრს სწერს, რომ საქართველოს მთავრობა ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნას აპირებს, უმაღლესი განათლების მისაღებად. ვინაიდან, სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს, მაგრამ ამისთვის არ აქვს შესაბამისი სახსრები, მთავრობასთან შუამდგომლობას სთხოვს, რათა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია დაუნიშნონ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13156; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .