საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13381

ფაქტი 13381

1909 წელს იაკობ ორჯონიკიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი სტიპენდიისთვის 25 მანეთი დაემატებინათ და ეს თანხა 6 თვის გადასახადთან ერთად მისი სკოლის დირექტორისთვის გაეგზავნათ. გამგეობამ გადაწყვიტა, დირექტორისთვის გაეგზავნათ 75 მანეთი, ორჯონიკიძისთვის – 12 მანეთი და 50 კაპიკი, თან ეცნობებინათ, რომ შემდეგში დამატებით თანხას ვეღარ მიიღებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13381; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .