1918 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა ქალაქის საბჭოს კრება გადამდგარი ქალაქის გამგეობის მაგივრად ახალი გამგეობის არჩევასთან დაკავშირებით. კრების დაწყებამდე საბჭოს ფრაქციებმა ითათბირეს ამ საკითხზე. სხდომა დაიწყო ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის გ. ს. თავჯიანის თავმჯდომარეობით. ხმოსანთაგან დარბაზში ისხდნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილი, ე. გეგეჭკორი და სხვა პარტიების ლიდერები. ქალაქის მოურავად აირჩიეს ნ. ზ. ელიავა, რომელმაც მიიღო 41 თეთრი და 3 შავი კენჭი, მის ამხანაგად – გ.გ. კონიევი. ქალაქის გამგეობის წევრებად აირჩიეს 4 სოციალ-დემოკრატი, ერთი დამოუკიდებელი ესერი და ერთი მაჰმადიანთა პარტიის წევრი.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1918 | 11 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა