საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1344

ფაქტი 1344

1918 წელს ალექსანდრე ფიცხელაურის თავმჯდომარეობით სოფელ ყაზბეგში გამართულ ყაზბეგის, სნოსა და ცდოს მცხოვრებთა კრებაზე იმსჯელეს თბილისიდან დარიალის ხეობამდე გახშირებული ძარცვის შესახებ და გადაწყვიტეს, თბილისის გუბერნიის კომისრისთვის ეთხოვათ სნოს, ყაზბეგის და ცდოს მცხოვრებთათვის თავდაცვის მიზნით იარაღის ტარების ნება მიეცათ. თბილისის გუბერნიის კომისარმა შალვა მაღლაკელიძემ კანონის დაცვით მოსახლეობას იარაღის ტარების ნება დართო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1344; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .