საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13458

ფაქტი 13458

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ გადაწყვიტა თითქმის ხელუხლებელი თანხა, რომელიც გადადო წიგნებისა და სასწავლო ნივთებისათვის დამატებოდა იმ თანხას, რომელსაც კრება გადადებდა და ამ სახით აღმოეჩინა სრული დახმარება ყველა გაჭირვებული სკოლისთვის. დახმარება გაჭირვებულ სკოლებს სწორად და სამართლიანად უნდა განაწილებოდა. მმართველობა ფიქრობდა, რომ დახმარების თანაბრად განაწილება უფრო გაუადვილდებოდა, რადგან ცნობები ქუთაისისა და თბილისის გუბერნიის სკოლებზე მიღებული ჰქონდათ სკოლების დირექციებისგან და მასწავლებლებისგან. 80 სკოლა დაახლოებით 1500 მანეთის დახმარებას ითხოვდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13458; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .