საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13465

ფაქტი 13465

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოება ვარაუდობდა, რომ თბილისის სკოლის შესანახად ყოველწლიურად დაეხარჯებოდა არანაკლებ 120 თუმანი. ეს თანხაც არ იქნებოდა საკმარისი თუ მმართველობა, თანახმად თავისი პირველი განკარგულებისა, მოისურვებდა ის სამაგალითო სკოლად გადაექცია. მმართველობა იმედოვნებდა, რომ მოსწავლეთაგან სწავლის საფასურის სახით, წელიწადში შემოუვიდოდა არანაკლებ 40 თუმანი და ამით შეუმსუბუქდებოდა ხარჯი, თუმცა მოლოდინმა არ გაამართლა და საზოგადოებას ერთ-ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 199 მანეთი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13465; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .