საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1352

ფაქტი 1352

1918 წელს თბილისის საოლქო სასამართლოში განიხილეს კონტროლის პალატის ყოფილი მოხელის, თეოფილე იოსების ძე კობეშავიძის საქმე. მას ბრალად ედებოდა 1916 წლის 6 მარტს, გამთენიისას, თბილისში, მინკვიცევის ქუჩის კუთხეში გიორგი ზარიძის დაჭრა. ბრალმდებელი იყო გ. ნატროშვილი, თავმჯდომარე – ე.ვ. ჩემისოვი, წევრები – მიხეილ დავითის ორჯონიკიძე და გალუსტიანცი. ბრალდებულს იცავდა ნაფიცი ვექილი კ. დ. ზელენსკი. თეოფილე კობეშავიძე გაამართლეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1352; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .