საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13522

ფაქტი 13522

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლეები ქართულად უცნობ ტექსტებს ნელ-ნელა კითხულობდნენ, თხრობა კი – უჭირდათ; რუსულ ენაში მხოლოდ ორი ლექსი იცოდნენ ზეპირად, განვლილი მასალიდან კითხვებს კარგად პასუხობდნენ, კითხვა უჭირდათ, თუმცა კარგად ანგარიშობდნენ; საღვთო სჯულის ტექსტების შინაარსს ილუსტრაციის დახმარებით ჰყვებოდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13522; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .