საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13524

ფაქტი 13524

1906 წელს ბათუმის სკოლის პირველი განყოფილების მოსწავლეები გამართულად ვერ კითხულობდნენ, თუმცა წაკითხულის შინაარსს კარგად გადმოსცემდნენ; საკმაოდ კარგად იცოდნენ რუსული სიტყვები და ფრაზები; ანგარიშობდნენ კარგად და ციფრების წერაც იცოდნენ; ყველაზე მეტად ქართულად კითხვა და ტექსტის შინაარსის გადმოცემა მუსულმან მოსწავლეებს უჭირდათ, ანგარიში კი ძალიან კარგად იცოდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13524; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .