საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13530

ფაქტი 13530

1906 წლის 18 ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა: ა) თანხები: მასწავლებელთა საარსებო – 83,63 მანეთი, ბათუმის სკოლის – 9,40 მან., ბალანჩივაძისა – 15,49 მან., ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილისა – 251,18 მან., ობლების – 2,37 მან. და სტუდენტების – 31,85 მან., სულ – 428,92 მან. მიემატებინა სალიტერატურო ფონდისთვის, ბ) საწევრო გადასახადი 6 მანეთი საზოგადოების წევრებისთვის დიდი თანხა იყო და შეემცირებინა 3 მანეთამდე იმ პირობით, რომ წლის განმავლობაში, ვინც საწევრო თანხას არ გადაიხდიდა, წევრად აღარ ჩაითვლებოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13530; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .