საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13539

ფაქტი 13539

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებელთა გაფიცვის გამო სწავლა დაიწყო 6 ოქტომბერს, 13 იანვარს – შეწყდა, 3 მარტს – განახლდა, მაგრამ ყველა მასწავლებელი არ გამოცხადდა. მასწავლებლების სიმცირის გამო გასულ წლებთან შედარებით მოსწავლეების რაოდენობაც შემცირდა. პირველ განყოფილებაში 14 მოსწავლე იყო, მე-2 განყოფილებაში – 43, მე-3-ში – 30, მე-4-ში – 31, სულ – 118 მოსწავლე. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13539; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .