1906 წლის 14 (29) ოქტომბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ შემოსავალ-გასავლის ანგარიშში აღნიშნული ზედმეტი ხარჯი 5659 მანეთი და 12 კაპიკი თუ ნასესხები თანხა იყო, ნასესხებად უნდა აღნიშნულიყო. ბალანსი კი შემდეგი ფორმით უნდა შედგენილიყო: ზარალი – აქტივში და სესხი – პასივში. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი