საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13551

ფაქტი 13551

1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ სკოლებისა და ბიბლიოთეკების შესახებ შეკრებილი ცნობები სრულყოფილი არ იყო. მაგალითად, უცნობი იყო წლის განმავლობაში რამდენ მოსწავლეს ჰქონდა გაცდენილი გაკვეთილი, რამდენი მოსწავლე იყო თითოეულ განყოფილებაში და სხვ. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13551; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .