საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13552

ფაქტი 13552

1907 წლის 1-ლ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ გამგეობამ გასულ წელს კავკავის სკოლის კომიტეტს დახმარების სახით 538 მანეთი და 30 კაპიკი გადასცა, თუმცა ეს საჭირო არ იყო, რადგან კავკავის სკოლის კომიტეტს შემოსავალი გასავალზე 2853 მანეთითა და 37 კაპიკით მეტი ჰქონდა და ფინანსური დახმარება არ სჭირდებოდა. სარევიზიო კომისია აღნიშნავდა, რომ საზოგადოებას არამიზნობრივად დასაკარგი თანხა არ ჰქონდა, მით უფრო, როცა სხვადასხვა რაიონში სკოლების მოსაწყობად ფინანსები არ ჰყოფნიდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13552; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .