საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13631

ფაქტი 13631

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა ისწავლეს „ბუნების კარის“ გვ. 133-150 და 156-198, აგრეთვე, ცამეტი ლექსი ზეპირად და არაკი „სამი ძმა"; საქართველოს ისტორიიდან – მოთხრობები ვახტანგ გორგასლის შესახებ; გრამატიკა – სილოვან ხუნდაძის სახელმძღვანელოთი; რუსული ენის სახელმძღვანელოდან – პროგრამის მცირე ნაწილი და გაიმეორეს გასულ წელს ნასწავლი მასალა; გრამატიკიდან – ბრუნვა; ანგარიშიდან – ოთხივე მოქმედება; საღვთო სჯულიდან – ძველი აღთქმის ათი ტექსტი და ახალი აღთქმა ამაღლებამდე. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13631; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .