საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13660

ფაქტი 13660

1906 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების დადგენილებით, ნამდვილ და დამფუძნებელ წევრებს საზოგადოების წევრობის უფლება ჩამოერთმეოდათ თუ ორი წლის საწევრო თანხას არ შეიტანდნენ საზოგადოების ხაზინაში. წევრობის უფლებას კი მიიღებდნენ მაშინ, როცა დარჩენილ საწევრო თანხას გადაიხდიდნენ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, წევრები: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13660; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .